საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის
საზოგადოების მიზნები
1
მამაკაცისა და ქალის სექსუალური დისფუნქციების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდების სრულყოფისათვის ხელშეწყობა.
2
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სექსოლოგიურ კლინიკებში, სამედიცინო პროფილის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სამედიცინო სექსოლოგიის უმაღლესი დონის ევროპული სტანდარტების დანერგვისა და განვითარებისაკენ.
3
ქართული საზოგადოებისა და მედიისათვის მაღალი სამეცნიერო ხარისხის, ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ქალისა და მამაკაცის სექსუალური დისფუნქციების შესახებ, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების შემუშავება-განხორციელების მეშვეობით.
4
ეროვნული სპეციფიკის, კულტურული ტრადიციების, სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების ჯეროვანი გათვალისწინების პირობებში ჩვენი ქვეყნის ზრდასრული მოქალაქეების სქესობრივი განათლების დონის ამაღლება, ქართულ საზოგადოებაში ტოლერანტულობის გარემოს შექმნისა და ტრადიციული კულტურული სივრცის ფსევდოკულტურის შემოჭრისაგან დაცვის მეშვეობით (ფსევდოკულტურაში იგულისხმება ისეთი კულტურა, რომელიც მიისწრაფის ე.წ. Homo Sexualis - ის ჩამოყალიბებისაკენ, ანუ ადამიანისა, რომლის ცნობიერებასა და ფსიქიკაში გაბატონებული, განმსაზღვრელი ადგილი მხოლოდ სქესობრივ ლტოლვას უჭირავს).