წესდება
საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების შექმნის საინიციატივო ჯგუფის განცხადება
სამედიცინო სექსოლოგია თანამედროვე მედიცინის ინტერდისციპლინარული დარგია, რომლის შესწავლის საგანია ადამიანის სექსუალური ჯანმრთელობა, რაც ითვალისწინებს სექსუალობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის სამეცნიერო დონეზე გააზრებას. ზემოთ აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებითაც, თუ რაოდენ რთული ვითარებაა დღეს შექმნილი საქართველოში სექსუალური ჯანმრთელობისა და მოსახლეობის სექსუალური განათლების სერიოზულ დეფიციტის არსებობასთან დაკავშირებით, რაც უდიდესი საფრთხის შემცველია ერის მომავლისათვის, ჩვენ ქვემორე ხელისმომწერთ აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში ახალი, მულტიდისციპლინარული, არაკომერციული, აკადემიური და სამეცნიერო დატვირთვის მქონე ორგანიზაციის შექმნა სახელწოდებით : ”საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოება”.
განცხადებას ხელს აწერენ:
ზურაბ მარშანია - ექიმი სექსოლოგი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“-ს სექსოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაციის გენერალური მდივანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
არჩილ ხომასურიძე - ექიმი რეპროდუქტოლოგი/მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სრული პროფესორი და რეპროდუქტოლოგია/მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი;
რამაზ ყურაშვილი - ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინული ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალი “დიაბეტი და ჯანმრთელობა” დამაარსებელი/რედაქტორი;
თამაზ შიოშვილი - ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკის გენერალური დირექტორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციისა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
გიორგი ნანეიშვილი, ექიმი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1999-2008 წლებში საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ქ. თბილისი, 2013 წლის 21 იანვარი