234 44 62 599 36 11 87

ჩვენ შესახებ

საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი და სამეცნიერო საბჭო


ზურაბ მარშანია - საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი

ექიმი სექსოლოგი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“-ს სექსოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს მამაკაცის ჯანმრთელობის ასოციაციის გენერალური მდივანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

არჩილ ხომასურიძე - საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი პროფესორი

ექიმი რეპროდუქტოლოგი/მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სრული პროფესორი და რეპროდუქტოლოგია/მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი;

რამაზ ყურაშვილი - საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრი პროფესორი

ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინული ასოციაციების კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალი “დიაბეტი და ჯანმრთელობა” დამაარსებელი/რედაქტორი;

თამაზ შიოშვილი - საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრი პროფესორი

ექიმი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკის გენერალური დირექტორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციისა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი;

გიორგი ნანეიშვილი - საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის სამეცნიერო საბჭოს წევრი პროფესორი

ექიმი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 1999-2008 წლებში საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი.